
მშენებლობის უმაღლესი ხარისხი ურუსში
ურუს დეველოპმენტში უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ ხარისხს. ჩვენთან მშენებლობა ევროპული სტანდარტების მიხედვით ხორციელდაბა, რაც მოიცავს ხარისხის რეგულარულ შემოწმებას, პროექტის ყოველ საფეხურზე. ეს უზრუნველყოფს სამშენებლო სტანდარტების შესაბამისობას და აკმაყოფილებს მომავალი მობინადრის მოლოდინებს. ხარისხიანი სამუშაოს წარმოება არ არის ერთჯერადი ამოცანა, არამედ ეს მუდმივი პროცესია.
“Quality is not an act, it is a habit.” – Aristoteles
მაღალი ხარისხის მშენებლობის კულტურის ევროპული ხედვა მოიცავს არა მხოლოდ კონსტრუქციისა და შენობა-ნაგებობების გამძლეობას, არამედ მთლიანად განაშენიაებული გარემოს ხარისხის, რაც ჩვენს სტრატეგიული მოთხოვნას წარმოადგენს.
განაშენიანებული გარემოს ხარისხი სერიოზულად მოქმედებს მისი მოსახლეობის კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხზე.
სწორედ ამიტომ, ადგილმდებარეობის შერჩევის დროს გავითვალისწინეთ ჰაერის დაბინძურების დონე, შევარჩიეთ ისეთი ადგილი, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთშია და სადაც ჰაერი ყველაზე მეტად სუფთაა, რაც შესაბამისად დადებითად მოქმედებს მობინადრეების ჯანმრთელობაზე. ურუსი ლისზე – თქვენ დაგხვდებათ გამწვანებული, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სადაც თქვენი ოჯახის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება.



მშენებლობის დროს გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის კონსტრუქციული მასალები, რკინა-ბეტონი, გაყვანილობა, მოსაპირკეთებელი საშუალებები, ფასადის მასალები. შენობები დამუშავებულია თბოიზოლაციისა და ხმის იზოლაციის საშუალებებით. ყველა მასალა შემოწმებულია და აქვს ხარისხის სერთფიკატი.
ჩვენთან უდიდესი ყურადღბა ექცევა ადამიანურ რესურსს, ურუს დეველოპმენტის გუნდი დაკომპლექტებულია საუკეთესო და გამოცდილი კონსტრუქტორებით, არქიტექტორებით, ინჟინრებითა და სხვა სპეციალისტებით.
თითოეული თანამშრომელის დაქირავების პროცესში ყურადღება ექცევა სათანადო კვალიფიკაციას. გუნდის წევრებს რეგულარულად უტარდებათ სპეციალიზირებული ტრენინგები და ასევე პერიოდულად გადიან სასერტიფიკატო კურსებს., რაც უზრუნველყოფს როგორც მშენებლობის ხარისხს, ასევე სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვას.