“ურუსი ლისზე” მობინადრეებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ ქალაქის ცენტრთან ახლოს და ამავდროულად ეკოლოგიურად სუფთა და გამწვანებულ ადგილას.
საცხოვრებელ უბანს საცხოვრებლად კომფორტულს ხდის მიმდებარედ განთავსებული სკოლები, საბავშვო ბაღი, იპოდრომი, სურსათის მაღაზიები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულარული მიმოსვლა და ლისის ტბა.
ურუსი ლისზე მშენებლობა სრულად შეესაბამება “შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“-ს 41-ე დადგენილებას. მშენებლობისთვის გამოყენებულია მაღალი ხარისხის ეკომეგობრული და ენერგოეფექტური სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალა.
თითოეული საცხოვრებელი სახლი სრულად აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სეისმომედეგი მშენებლობის წესებსა და ნორმებს.
უბანი უზრუნველყოფილია ცენტრალური საკანალიზაციო სისტემით.